"გრინსერვისი +"-მა, კომპანიამ, რომლის ხელმძღვანელიც სამსახურებრივი გულგრილობის გამო ციხეში ზის, მერიის ტენდერი მოიგო - Palitra News

"გრინსერვისი +"-მა, კომპანიამ, რომლის ხელმძღვანელიც სამსახურებრივი გულგრილობის გამო ციხეში ზის, მერიის ტენდერი მოიგო

2023-01-19 15:58:40+04:00

კომპანია "გრინსერვისი+"-მა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიამ მოპირკეთების სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რისთვისაც ის დედაქალაქის ბიუჯეტისან 3 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, ამ კომპანიის ხელმძღვანელი დღეს პატიმრობაშია. პროკურატურა მომხდარში სწორედ კომპანია "გრინსერვისი+"-ს ადანაშაულებს.