მსესხებლების 11,4% კრედიტს ვერ იხდის და ე.წ. "შავ სიაშია". „კრედიტინფოს“ 2022 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 218 410 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 440 335 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 919 999 ადამიანს აქვს, ჯამში 40 მილიარდ 185 მილიონი ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,3% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, დეკემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან დაახლოებით 36,5 მილიარდი ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 618 921 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7,9%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 128 088-ია.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების, როგორიცაა მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი და ა.შ. კრედიტორი 721 297 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 მილიარდ 900 მილიონ ლარს შეადგენს. ვადაგადაცილება კი ამ საფინანსო ინსტიტუტების 122 651 მსესხებელს უფიქსირდება.
კიდევ 22 650 ადამიანს კი, ჯამში 680 მილიონი ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 3 837 ადამიანს უფიქსირდება