ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა. დოკუმენტში საქართველოზეცაა საუბარი. აღნიშნულია, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წლის აგვისტოში განიცადა, დოკუმენტში მეორდება მოწოდება, რუსეთმა ის ვალდებულებები შეასრულოს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებაშია გაწერილი