ბათუმში ნათლისღების დღესასწაული მორწმუნეებმა ზღვაში შესვლის ტრადიციით აღნიშნეს - Palitra News

ბათუმში ნათლისღების დღესასწაული მორწმუნეებმა ზღვაში შესვლის ტრადიციით აღნიშნეს

2023-01-19 12:05:51+04:00

ბათუმში ნათლისღების დღესასწაული მორწმუნეებმა ზღვაში შესვლის ტრადიციით აღნიშნეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა წყალი აკურთხეს.

„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ნათლისღებას ტრადიციულად წელსაც ზღვაში შესვლით აღვნიშნავთ. მშვიდობას ვუსურვებთ, უფლის წყალობით ჩვენს ქვეყანას”,- განაცხადეს შეკრებილებმა.

ბათუმში სანაპიროსთან უსაფრთხოების მიზნით მაშველები იმყოფებოდნენ.

ზღვაში შესვლის რიტუალი 19 იანვარს, მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით მიმდინარეობს.