Note to Self - გაერთიანებული სამეფოს უჩვეულო საარჩევნო კამპანია - Palitra News

Note to Self - გაერთიანებული სამეფოს უჩვეულო საარჩევნო კამპანია

2023-01-19 11:32:37+04:00

როგორც ჩანს, გაერთიანებულ სამეფოში არჩევნებს კრეატიულ დატვირთვასაც უძებნიან — საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გიგანტური სტიკერები გამოექვეყნებინა.

სარეკლამო სააგენტო McCann Demand-თან თანამშრომლობით, Note to Self კამპანია უცნაური, ერთწუთიანი სატელევიზიო რეკლამაა, რომელიც უბრალო მოქალაქეებს ასახავს — ისინი გიგანტურ სტიკერებს აწყდებიან და ახსენდებათ, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და შესაბამისი საბუთები იქონიონ თან.

ამასთან, ლუსი ჰადსონი, McCann Demand-ის მმართველი დირექტორი, განმარტავს, რომ კამპანიამ აირჩია „თავმდაბალი შენიშვნა“, რათა მესიჯი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ადვილად გასაგები ყოფილიყო.