აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს აშშ-სა და თურქეთის, როგორც ნატო-ს მოკავშირეების პარტნიორობის მნიშვნელობას, - ამის შესახებ აშშ-სა და თურქეთის მთავრობების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„მინისტრმა ჩავუშოღლუმ და სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცალსახა მხარდაჭერას რუსეთის მიუღებელი ომის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა ომის დასრულების გამოსავლის გამოძებნის მიმართ“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
აშშ-სა და თურქეთის მთავრობებში აცხადებენ, რომ მხარეებმა განიხილეს ნატო-ს კოორდინაციისა და სოლიდარობის გაძლიერების მეთოდები მიმდინარე საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, განხილვის თემები ასევე მოიცავდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს.