თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, მისი ქვეყანა დათანხმდება Leopard 2-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემას, თუ ვაშინგტონი ქვეყანას Abrams-ის ტანკებს მიაწვდის.
„პრეზიდენტი თვლის, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება იმის შესახებ, უკრაინისთვის რა სახის დახმარების გასაწევად და რა სახის აღჭურვილობის გადასაცემადაა მზად“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მიესალმება გერმანიისა და ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდების შესახებ. თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშკარაა „ერების სოლიდარობა“ უკრაინის მხარდაჭერაში. თუმცა „ეს თითოეული ქვეყნის გადაწყვეტილებაა“.
ამასთან, კარინ ჟან-პიერმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია.