საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების დისკუსიაში - „მოლაპარაკებები ახალი ენერგორეალობის თაობაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა.
დისკუსიის მონაწილე ლიდერებმა მსოფლიოში ენერგოკრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და არსებული გამოწვევის დაძლევის გზებზე იმსჯელეს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.