საქართველოს შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრის ლაშა ფარულავას თქმით, რუსეთის პოლიტიკური ფიგურის ეს განცხადება ადასტურებს, რომ პარტია “ქართული ოცნება” ომში უკრაინას მხარს არ უჭერს და მმართველი გუნდი პრორუსულია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით კი ოპოზიციას საკუთარი დღის წესრიგი არ გააჩნია და ლავროვის განცხადებას ხელისუფლების საკრიტიკებლად იყენებს. მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სწორად შენიშნა, რომ მმართველი გუნდი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.