რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვროვმა „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ დასავლეთი, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ღიად მოითხოვს, საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს. მისივე თქმით საქართველოს მთავრობას გამბედაობა აქვს , რომ საკუთარი ინტერესებით იმოქმედოს. ლავროვის ამ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიციის წევრების განმარტებით რუსი მაღალჩინოსნის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მოქმედებებთან მიმართებაში ანტიევროპულია. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ლავროვისაგან ვერანაირი სახის შექებას ვერ მიიღებენ, რადგან მ“ქართულ ოცნებას“ ეს არაფერში სჭირდება.