საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ პაპუაშვილი „ტვიტერში“ წერს.
„ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - აცხადებს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინის შსს-ის ინფორმაციით, კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი. კიევის ოლქში, ბროვარში, საბავშვო ბაღთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი დაიღუპა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ასევე დაღუპულია დენის მონასტირსკის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.