თბილისის საქალაქო სასამართლოში „ვაკის პარკში“ მომხდარ ტრაგედიაზე პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ვაკის პარკში“ მომხდარ ტრაგედიაზე პროცესი მიმდინარეობს

2023-01-18 15:23:18+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ვაკის პარკში“ მომხდარ ტრაგედიაზე პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობას განიხილავს. საქმის პროკურორმა სასამართლოს მიმართა, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩეს.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც სხდომის დაწყებამდე ერთ- ერთი ბრალდებულის ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აპირებს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, რომ ლაშა ფურცხვანიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.