არის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ორად გაყოფის საფრთხის წინაშე? - ნიკა მელიას მხრიდან, ვანო მერაბიშვილზე მიტანილი ღია იერიშის შემდეგ მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ორი დაპირისპირებული ბანაკის დაპირისპირება შერიგებით ვეღარ დამთავრდება.
"ოცნების" მსგავსად ყველაზე მსხვილ ოპოზიციური პარტიაში არსებულ აშკარა დაპირისპირებაზე საუბრობს ოპოზიცია. მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შიდა ომის გამოცხადებით სააკაშვილის საკითხს აზიანებენ.