გელათის მონასტრის წინამძღვარი, იოსებ ბურჯანაძე, რომელმაც კელიაში გაჩენილი ხანძრის დროს, სხეულზე დამწვრობა მიიღო, ქუთაისის კლინიკიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მას კლინიკაში მიყვანისას სხეულის 50%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა.
„პაციენტი შემოვიდა 50% დამწვრობით, ორივე ქვემო კიდური აქვს დამწვარი. გადმოყვანილია ქუთაისიდან კატასტროფის ბრიგადით. ძირითადად, დამწვარი აქვს ქვედა კიდურები, მუცლისა და წელის მიდამო. 50%-დან დაახლოებით, 30% არის მესამე ხარისხის. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
გელათის მონასტრის კელიაში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხანძრის შედეგად კელიის ნაწილი დაიწვა.