2023 წლის 1-ელი იანვრიდან პროკურატურის თანამშრომლებს ხელფასი 10%-ით გაეზარდათ. "პროკურატურის შესახებ"ორგანული კანონის თანახმად, პროკურატურის გამომძიებლები და პროკურორები 2023 წლის 1 იანვრიდან წელთა ნამსახურობის დანამატსაც მიიღებენ, რომლის ოდენობას გენერალური პროკურორი განსაზღვრავს. წელთა ნამსახურობის დანამატი, ყველა სამართალდამცავი ორგანოსგან განსხვავებით, პროკურატურის სისტემაში ამ დრომდე არ მოქმედებდა.