უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირის 18-ი მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3-ი მილიარდი ევრო მიიღო. ზელელნსკის თქმით, ის ევროკავშირისა და პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლიერია. ინფრომაციას ევროკომისიაც ავრცელებს. მათი თქმით, დანარჩენ თანხას უკრაინული მხარე მალე მიიღებს.