დღეიდან 31 იანვრამდე ფარმაცევტულმა კომპანიებმა მედიკამენტებზე ფასებს უნდა გადახედონ და სახელწიფოს მიერ დადგენილ რეფერენტულ ფასებს მიუსადაგონ. 15 თებერვლიდან კი, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, წამალი დადგენილ ფასზე ძვირად არ გაყიდოს. ხელისუფლება ამბობს, რომ ყველა გაყიდული მედიკამენტი მკაცრად გაკონტროლდება რეცეპტების ელექტრონული სისტემით, ხოლო კანონდამრღვევს პირველ ჯერზე თუ გაფრთხილება მიეცემა, მეორე შემთხვევის დროს უკვე დაჯარიმდება. თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი მარგველაშვილი