აფხაზეთის ე.წ. სასამართლო დაკავებული ქართველის საქმის განხილვას დახურულ რეჟიმში იწყებს - Palitra News

აფხაზეთის ე.წ. სასამართლო დაკავებული ქართველის საქმის განხილვას დახურულ რეჟიმში იწყებს

2023-01-17 10:48:44+04:00

აფხაზეთის ე.წ. სასამართლო დაკავებული ქართველის საქმის განხილვას დახურულ რეჟიმში იწყებს. ქრისტინა თაკალანძეს ბრალად აფხაზეთის სამხედრო საიდუმლოების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა ედება. საქმის განხილვა 19 იანვარს დაიწყება. თაკალანძეს ოჯახი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.