„ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს შორის პირდაპირ ეთერში დაპირისპირება მოხდა.
კერძოდ, დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში დაუპირისპირდნენ. ვაშაძემ ზარქუას პრორუსი უწოდა და მიმართა კითხვით, უთქვამს თუ არა ერთხელ მაინც პუტინზე რამე.
„მალე ჯოჯოხეთს მოგიწყობთ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ თქვენ ხართ პრორუსი, საქართველოს მოღალატეები. შენ, გამორჩეულად პრორუსი ხარ. სირცხვილია, ახალგაზრდა კაცი ცხოვრებას იმახინჯებ და იფუჭებ იმ დავალებების შესრულების გამო, რასაც აკეთებ. ერთხელ მაინც გითქვამს პუტინზე რამე?“- მიმართა ვაშაძემ ზარქუას, რის შემდეგაც ზარქუამ ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.