"ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, 3 დღეში 11 364 ამომრჩეველი დარეგისტრირდა. რეგისტრაცია 26 იანვრის 10:00 საათამდე გრძელდება. ოპოზიციური პარტია ახალ თავმჯდომარეს 28 იანვარს აირჩევს. თავჯდომარეობისთვის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.