საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები, ასევე მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები დაესწრებიან. დღევანდელ სასამართლო პროცესზე უფლებადამცველები დააყენებენ შუამდგომლობას, რომ მოწმეების დაკითხვა მაქსიმუმ 30 წუთი გაგრძელდეს.