უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საოკუპაციო ძალების ახლად დანიშნულ მეთაურს, ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავების განკარგულება მისცა. მისი თქმით, ეს ვადები ყოველ ჯერზე გადაიდო, ერთი წელი გავიდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან და ერთი წელი მას შემდეგ, რაც მათ კიევის 3 დღეში აღება სურდათ.იუსოვის განცხადებით, პუტინი არ ტოვებს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და უკრაინელების, როგორც ერის განადგურების გეგმებს.