უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მის განცხადებას დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ სერიოზული შეცდომა უწოდა. განცხადების ირგვლივ ატეხილი სკანდალის შესახებ საუბრისას მან განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში დაგმობის ასეთი ტალღა შეიძლება გამოწვეული იყოს საზოგადოებაში არსებული ძლიერი დაძაბულობით, ან ორგანიზებული იყოს ბოტების ქსელით. მისი თქმით, ეს არის საინფორმაციო ოპერაცია, რომელსაც ოპოზიცია რუსებთან ერთად ახორციელებს.
უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო აცხადებს, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკოს თქმით, რადას რამდენიმე დეპუტატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მიმართა, რადგან არესტოვიჩის განცხადება „სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს აკმაყოფილებს”.