სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალბატონს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა. მას შემდეგ კი რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, შანტაჟის და შურისძიების მიზნით, სოციალურ ქსელ „facebook“-ზე სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა, სადაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და დაზარალებული ქალის ნაცნობი პირების მეგობრებში დამატების გზით ზემოაღნიშნული ფოტოსურათები ხელმისაწვდომი გახადა. დანაშაული 6-დან 9 წალმდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.