საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის სამომავლო გეგმებზე და 12-ი რეკომენდაციის შესრულებაზე ისაუბრეს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ელჩთან შეხვედრაზე განიხილეს რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი პარლამენტის მხრიდან მეტი ინტეგრაციისთვის. გარდა ამისა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკომისიის შეფასება საქართველოს კითხვართან დაკავშირებით უკვე მომზადებულია და საზოგადოება მას უახლოეს მომავალში იხილავს.