მედიასაშუალებების წარმომადგენლების ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ განაჩენის გამოცხადებას დაკავებულებისა და მათი ახლობლების ხმაური მოჰყვა - Palitra News

მედიასაშუალებების წარმომადგენლების ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ განაჩენის გამოცხადებას დაკავებულებისა და მათი ახლობლების ხმაური მოჰყვა

2023-01-16 19:53:52+04:00

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებული 6-ი პირის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი შეამცირა და დამნაშავეებს 5-ის ნაცვლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. განაჩენის გამოცხადებას დაკავებულების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პროკურორებს და ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს.