სიცილიაზე, მაფიის ყველაზე მოუხელთებელი ბოსი, მატეო მესინა დენარო, 30-წლიანი დევნის შემდეგ, დააპატიმრეს. მესინა დენარო სიცილიური "კოზა ნოსტრას“ ბოსია და პოლიცია მასზე 1993 წლიდან ნადირობდა. მესინა დენარო, მაფიის უმაღლეს ავტორიტეტებს შორის იყო რიგით მესამე და ბოლო მაფიოზი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა პატიმრობის თავიდან აცილებას.
60 წლის ძებნილი, სიცილიის დედაქალაქ პალერმოში, კერძო საავადმყოფოში დააკავეს. იტალიური საინფორმაციო სააგენტოების თქმით, მაფიის ბოსს სიმსივნე აწუხებს, რის გამოც ის კლინიკას რეგულარულად სტუმრობდა. ეს პოლიციამ იცოდა და ოპერაციის წინა ღამით, მათ კლინიკაში ოფიცრები შეგზავნეს, რათა სხვა პაციენტების უსაფრთხოებაზე ეზრუნათ. დაკავების შემდეგ, პოლიციამ, მესინა დენარო საიდუმლო ადგილას გადაიყვანა.
მაფიოზის დაკავებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონიც გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს და სპეცოპერაცია მთავრობის "დიდ გამარჯვებად“ აღიარა...წაიკითხეთ სტატია სრულად