დღეს, რუსეთის ერთადერთი ტაქტიკა ტერორია. ასეთი ტაქტიკის ერთადერთი შესაძლო შედეგი დამარცხება იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ტერორი იქცა რუსეთის სისუსტის მტკიცებულებად და ჩვენი გამძლეობის გამოცდად.
„ტერორი იქცა მათი სისუსტის მტკიცებულებად და ჩვენი გამძლეობის გამოცდად. ჩვენთვის ყველაზე ბნელი დრო არის არა დრო სინათლის გარეშე, არამედ დრო თავისუფლების გარეშე“, - წერს ზელენსკი.