„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი გახდა „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ (NBA) ისტორიაში მეორე კალათბურთელი, რომელმაც 38 000 ქულა დააგროვა.
„ფილადელფიასთან“ მატჩში ჯეიმსმა 35 ქულა, 8 მოხსნა და 10 გადაცემა დააგროვა. ამჟამად მის ანგარიშზე 38 024 ქულაა.
ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი კარიმ აბდულ-ჯაბარს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზეც 38 387 ქულაა.