თუ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე გაქვთ გადატანილი, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა „ომიკრონის“ სუბვარიანტის მიმართ, ასევე თუ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან სექტემბრის შემდეგ გაკეთებული გაქვთ „ბუსტერი“, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია,- ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ომიკრონის“ ახალ სუბვარიანტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის" მსგავსია. მას არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, ასევე არ მოქმედებს ფილტვებზე.
გარდა ამისა, მან ვირუსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰოსპიტალიზაციის ძირითადი მაჩვენებელი გრიპზე და არა კორონავირუსზე მოდის.