ლიფტების გაუმართაობა სისტემური პრობლემაა. ასეთია სპეციალისტების შეფასება. ისინი ამბობენ, რომ არ ტარდება ინსპექტირებები, რომელიც გამოავლენს საფრთხეებსა და რისკებს.
სპეციალისტების თქმით, ლიფტების გაუმართაობის შესახებ მერიაში იციან, თუმცა არაფერს აკეთებენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ლიფტების ინსპექტირება 3 წელში ერთხელ უნდა ტარდებოდეს, თუმცა მონიტორინგის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
საქართველოში 20 ათასამდე ლიფტი გაუმართავია. ვაზისუბანში მომხდარმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა ეს პრობლემა - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი სანდრო შელია