საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27-29 იანვარს პორტუგალიის ქალაქ ამადაში დაგეგმილ ტურნირზე მიიღებს მონაწილებას. ლაშა გუჯეჯიანმა იმ 6 სპორტსმენის ვინაობა დაასახელა, რომელიც ამ ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით 60 კილოგრამში საქართველოს სახელს გიორგი სარდალაშვილი და ნიკა ხუზაურაშვილი დაიცავენ 73 კილოგრამში გიორგი ჩიხეილიძე, 100 კილოგრამში გამოვა ილია სულამანიძე და ერეკლე ბაზიერიშვილი ხოლო მძიმე წონაში საბა ინანეიშვილი.
სწორედ პორტუგალიის გრანდ პრით გახსნის საქართველო 2023 წელს, ამის შემდეგ კი ქართველები მონაწილეობას მიიღებენ პარიზის გრანდ სლემზე, რომელიც გრანდ სლემებს შორის ყველაზე ელიტურად ითვლება.