უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი საზოგადოებას მოუწოდებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია სოლედარისთვის ბრძოლების შესახებ.
„ახლა ბევრი ცდილობს სოლედარისთვის მიმდინარე ბრძოლების თემის მიმართ მაღალი ინტერესი სათავისოდ გამოიყენოს და მისი საშუალებით პოპულარობა მოიპოვის, ან ფული იშოვოს“, - აღნიშნა მალიარმა.
მან მოუწოდა საზოგადოებას, არ გაავრცელონ ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების გადაადგილების, ადგილმდებარეობის შესახებ, რადგან ამას სარგებელი მოაქვს მოწინააღმდეგისთვის და ზიანს აყენებს უკრაინელ დამცველებს.
მისი თქმით, სოლედარში არსებული ვითარება მოკლედ შემდეგი ფრაზით შეიძლება დახასიათდეს: „ბრძოლა გრძელდება“.
მისი თქმით, საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების უფლება მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილ პირებს აქვთ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის აღების შესახებ. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება.