უკრაინაში სამდღიანი გლოვაა. ქალაქ დნიპროში მომხდარ ტრაგედიას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვია, 73 ადამიანი მძიმედაა დაშავებული. განადგურდა 72 საცხოვრებელი ბინა.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და მასში ყველა შესაბამისი სამსახურია ჩართული.