ნეპალში ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავში 72 ადამიანი, მათ შორის 68 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი, იმყოფებოდა. ბორტზე მყოფ მგზავრებს შორის უცხო ქვეყნების 15 მოქალაქე იყო: ერთი ავსტრალიელი, ერთი ფრანგი, ერთი არგენტინელი, ოთხი რუსი, ხუთი ინდოელი, ორი სამხრეთ კორეელი და ერთი ირლანდიელი.
ავიაკატასტროფა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. თვითმფრინავი პოხარას საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, დაშვებისას ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ნეპალის არმიის პრეს-სპიკერის განცხადებით, რთული რელიეფის გამო, ცხედრების ამოყვანა რთულია.
„სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ჯერჯერობით გადარჩენილი არავინაა ნაპოვნი“, - აღნიშნა არმიის პრეს-სპიკერმა.