ქართველი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები ქაშვეთის ეკლესიაში სამშაბათსა და ოთხშაბათს (17 - 18 იანვარს) გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას მისი პროდიუსერი რატი აბზიანიძე ავრცელებს.
გამოსვენება კი ხუთშაბათს, 19 იანვარს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან მოხდება.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.