ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით უილიამ შექსპირის „ოტელო“ წარმოადგინეს. სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილისა და პეტრე ოცხელის ხსოვნას მიეძღვნა. წარმოდგენის შემდეგ ყოველწლიური, ტრადიციული კონკურსის, „წლის საუკეთესო ნაწარმოების“, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ლაურეატებს სახელობითი პრემიები გადაეცათ.