ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში ქართველმა ხელოვანმა ემიგრანტებმა ძველით ახალი წელი კონცერტით აღნიშნეს . მოეწყო მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც. კონცერტს ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ემიგრანტების გარდა, ქართული ხელოვნება ჰოლანდიელებმაც წარმოადგინეს. პუბლიკის წინაშე ქართველი და ჰოლანდიელი ფალავნებიც გამოვიდნენ, რომლებმაც ქართული ჭიდაობის ელემენტები წარმოადგინეს.