ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხმაურება. ვედანტ პატელი ამბობს რომ შტატები დიდი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის გარშემო საქართველოში არსებულ ვითარებას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება მმართველი პარტია, რომელმაც განცხადებაში კრიტიკული შინაარსი ვერ ამოიკითხა. ისევ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილი.