აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტორნადოებს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიურმა უბედურებამ განსაკუთრებით ალაბამას შტატი დააზიანა, სადაც ათობით სახლი განადურდა, ათასობით ადამიანს კი ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. სამაშველო ჯგუფები უამინდობის დროს დაკარგული ადამიანების გადარჩენის ოპერაციებში არიან ჩართულები. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარიშხალი კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.