შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავ-მაშველებს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ - Palitra News

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავ-მაშველებს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ

2023-01-14 15:57:48+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მყვინთავ-მაშველებს მყვინთავის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, სამსახურის მიერ შეძენილი სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ.