„ევროპული საქართველოს“ წევრს, გიორგი კანდელაკს „თავისუფლების“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული მუსიკის გამორთვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, მან უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და გადაწყვეტილი აქვს, რომ საქმეს მსვლელობა მისცეს.