ფლორიდელმა ქალმა მაგისტრატურა 89 წლის ასაკში დაამთავრა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ჯოან დონოვანმა სკოლა 16 წლის ასაკში დაამთავრა. თუმცა, მის მშობლებს საშუალება არ ჰქონდათ, რომ ჯოანისთვის კოლეჯში სწავლის საფასური გადაეხადათ.
ჯოანამ გადაწყვიტა უკან არ დაეხია - მან ბაკალავრიატი 84 წლის ასაკში დაამთავრა. ახლა კი მაგისტრის ხარისხიც მიიღო.