"რობოტი" ადვოკატი უკვე მზადაა - Palitra News

"რობოტი" ადვოკატი უკვე მზადაა

2023-01-14 10:00:28+04:00

აშშ-ში ბრალდებულის ადვოკატი ხელოვნური ინტელექტი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ cbsnews ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპიუტერული პროგრამა, რომელიც სმარტფონის გამოყენებით იმუშავებს, ბრალდებულს შესაბამის პასუხებს მიაწვდის, რისი გამოყენება, მას სასამართლო დარბაზში შეეძლება..

რობოტის შემქმნელი კომპანიის, DoNotPay-ის გენერალური დირექტორის, ჯოშუა ბროუდერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რობოტი ადვოკატი საქმეს წააგებს - ნებისმიერი სახის ჯარიმას თავად კომპანია აანაზღაურებს.