Home Centre-ს, სახლის ავეჯის ბრენდს, მიაჩნია, რომ ყველა სახლს თავისი უნიკალური ისტორია გააჩნია. ამ თემასთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთში დაფუძნებულმა კომპანიამ გადაწყვიტა, შვილად აყვანის ნარატივს შეხებოდა — საკითხს, რომელსაც ამ რეგიონში ნაკლებად ეხებიან ბრენდები, მისი სენსიტიურობიდან გამომდინარე.
რეკლამა Falling In Love კამპანიის ნაწილია, სახელწოდებით „სახლში დაბრუნება“. ვიდეორგოლი ამყარებს რწმენას, რომ აუცილებელი არაა, ბავშვის ბიოლოგიური მშობელი იყოთ, რათა თქვენს სახლს ეკუთვნოდეს. ეს არის ეჭვის, ყოყმანის, რწმენის, თანაგრძნობის, ნდობისა და, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულის ისტორია.