უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში ღამე რთული იყო და ბრძოლა მიმდინარეობდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
„სოლედარში ღამე ცხელი იყო, ბრძოლები გაგრძელდა. მტერმა თითქმის ყველა ძირითადი ძალა დონეცკის მიმართულებით გადაისროლა და შეტევის მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებს,“ - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები „მამაცურად ცდილობენ თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას“.
„ეს არის ომის რთული ეტაპი, მაგრამ უკრაინა უდავოდ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა ანა მალიარმა.