საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმსაჯულებამ აქტიური კვლევა დაიწყო.
როგორც გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა სახარბიელო მდგომარეობაში არ არის და დღითიდღე უარესდება.