ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ ან შეუძლიათ, ტერიტორია დატოვონ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, რომ არა სეპარატისტული მოძრაობა, მთიანი ანკლავის სომხები იმაზე უკეთეს პირობებში იცხოვრებდნენ, ვიდრე ახლა ცხოვრობენ.