დღეს სერია A-ს მე-18 ტურში "ნაპოლი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციებზე გუნდების მწვრთნელებმა ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს.
როგორც ნაპოლის თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ აღნიშნა, ალეგრისთვის უკეთესია მეორე პლანზე ყოფნა, მაგრამ ჩემპიონებით დაკომპლექტებული "იუვენტუსისთვის" ეს შეუძლებელია. სპალეტის თქმით, იუვენტუსისთვის არ შეიძლება ფავორიტობაზე უარის თქმა, რადგან მეოთხე ადგილი ამ გუნდს არ დააკმაყოფილებს.
მეტოქე გუნდის მწვრთნელზე საუბრისას, სპალეტიმ განაცხადა, რომ ალეგრი საუკეთესოა, რადგან ამაზე მისი მიღწევები მეტყველებს და ის ქედს იხრის მისი რეგალიების წინაშე.
რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის, მან აღნიშნა, რომ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან, ანუ ნაპოლისთან მისმა შეგირდებმა ტექნიკურად უნდა ითამაშონ - ალეგრის თქმით, მაყურებელს შესანიშნავი სპორტული საღამო ელის და არა გადამწყვეტი შეხვედრა. ალეგრიმ ისიც დაამატა, რომ დიდ პატივს სცემს სპალეტის და ძალიან სასაცილოა, როდესაც ის და ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ზოგჯერ განსხვავებულ საკითხებზე კამათობენ.