ძლიერმა ქარმა სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია სახლები, მოგლეჯილია ხეები.მწყობრიდანაა გამოსული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები. ასევე, დაზიანებულია ეკლესიის და სკოლების შენობები.შესაბამისი სამსახურები რეგიონებში ამ დრომდე ინტენსიურად მუშაობენ, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიაც.